
ლარი გამყარებას განაგრძობს
11/07/2023 13:13:47 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5870 ლარი ეღირება, ევრო – 2.8478 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3450 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5894 ლარი ღირდა, ევრო – 2.8372 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3134 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.