
გერმანია უკრაინას 770 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
11/07/2023 12:50:34 მსოფლიო
გერმანია უკრაინისთვის დაახლოებით 770 მილიონ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს. მასში შედის როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე, ჭურვები, თვითმფრინავები, ტყვიები და ვაზნები.
როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, პაკეტი ორ "პატრიოტის" ტიპის გამშვებს, 40 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანას და 25 "ლეოპარდსაც" მოიცავს. გარდა ამისა, გერმანია უკრაინაში გაგზავნის LUNA-ს სადაზვერვო დრონის სისტემას.
"ამით ჩვენ გვსურს, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ უკრაინის გამძლეობის გაძლიერებაში," - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
გამოცემა Spiegel აღნიშნავს, რომ მთელი ამ პაკეტიდან უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი "პატრიოტების" მიწოდება იქნება.