Accentnews.ge
ჩეხეთის პრეზიდენტი: ბრძოლის ველზე წლის ბოლომდე მიღწეული შედეგი გახდება რუსეთთან მოლაპარაკების საფუძველი

ჩეხეთის პრეზიდენტი: ბრძოლის ველზე წლის ბოლომდე მიღწეული შედეგი გახდება რუსეთთან მოლაპარაკების საფუძველი

11/07/2023 12:40:40 მსოფლიო

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ ბრძოლის ველზე მიმდინარე წლის ბოლომდე მიღწეული ნებისმიერი შედეგი იქნება საფუძველი უკრაინასა და რუსეთს შორის მომავალი მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ მან, უკრაინული მედიის ცნობით, ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ ექსპერტთა ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის სამხედრო წინსვლის "შესაძლებლობის ფანჯარა" წლის ბოლომდე დაიხურება.

"რეალისტები უნდა ვიყოთ: შესაძლებლობების ფანჯარა მეტ-ნაკლებად დაიხურება ამ წლის ბოლომდე. არა მხოლოდ ზამთრის პირობების გამო, არამედ მომავალი არჩევნების გამოც უკრაინაში, რუსეთში და შეერთებულ შტატებში", - თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მოკავშირეები, მისი აზრით, დროთა განმავლობაში შეამცირებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის დონეს.

„ჩვენ ასევე დავინახავთ მზაობის კიდევ ერთ შემცირებას უკრაინის მეტი იარაღით მასიური მხარდაჭერის. ყველა ეს პირობა, სავარაუდოდ, მიგვიყვანს დასკვნამდე: რაც არ უნდა მიიღწეს ამ წლის ბოლომდე, ეს იქნება მოლაპარაკებების საფუძველი“, - განაცხადა პაველმა.

შეგახსენებთ, რომ მარტში, პოლონურ გამოცემა Rzeczpospolita-სთვის მიცემულ ინტერვიუში, პაველმა თქვა, რომ უკრაინას მხოლოდ ერთი მცდელობა ექნება დიდი კონტრშეტევის წამოწყებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S