Accentnews.ge
ნორვეგია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ფონდს 960 მლნ დოლარამდე ზრდის

ნორვეგია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ფონდს 960 მლნ დოლარამდე ზრდის

11/07/2023 12:21:07 მსოფლიო

ნორვეგია უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარებას გამოყოფს. როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი გაჰრ შტორე აცხადებს, 2023 წელს ნორვეგია უკრაინას 960 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.

"უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი სამხედრო მხარდაჭერა და აღჭურვილობა. შესაბამისად, ნორვეგია ზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას 2.5 მილიარდი ნორვეგიული კრონით (დაახლოებით 240 მილიონი დოლარი) და საბოლოო ჯამში, 2023 წლისთვის 10 მილიარდ ნორვეგიულ კრონამდე (დაახლოებით 960 მილიონი დოლარი)", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ნორვეგია უკრაინას 7.2 მილიარდ დოლარზე მეტ სამოქალაქო და სამხედრო დახმარებას გაუწევს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ასევე, 144 000 დოლარს გამოყოფს უკრაინის რეფორმების მხარდასაჭერად ამავე პერიოდში.

უკრაინას ფინანსური დახმარების დაპირების გარდა, NATO-ს მოთხოვნის საფუძველზე ნორვეგია ასევე ვალდებულია, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2%-მდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S