
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანში დასასვენებელი სკვერი მოეწყო
11/07/2023 12:04:20 რეგიონები, რეკლამა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანში დასასვენებელი სკვერი მოეწყო.
ადიგენის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სკვერში, დასასვენებელი სივრცეები, სანაგვე ურნები, ლამპიონები და პატარებისთვის თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყო. სკვერის ტერიტორია კი მილკვადრატებით შემოიღობა და საყრდენი კედლები მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.
დასრულებული პროექტით ადგილობრივები ისარგებლებენ, რომლებსაც დროის სასიამოვნოდ გატარება შეეძლებათ.