Accentnews.ge
Visa და „თიბისი კონცეპტი“ მომხმარებლებს Visa კონსიერჟისა და „ჩატ ბოტის“ მომსახურებას სთავაზობს

Visa და „თიბისი კონცეპტი“ მომხმარებლებს Visa კონსიერჟისა და „ჩატ ბოტის“ მომსახურებას სთავაზობს

11/07/2023 11:36:10 ეკონომიკა, რეკლამა

დღეიდან, „თიბისი კონცეპტ 360“ ნაკრების მფლობელებს, Viber-ის არხში შესაძლებლობა აქვთ Visa კონსიერჟის და „ჩატ ბოტის“ მომსახურებით, 24/7-ზე, ნებისმიერი ადგილიდან ისარგებლონ.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი სერვისი მომხმარებლებს მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს: „კონცეპტ 360“-ის უპირატესობები; ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების რუკა; ინფორმაცია და რეგისტრაცია „კონცეპტ“ შეხვედრებზე; ადგილობრივი და საერთაშორისო შეთავაზებები; მოგზაურობასთან დაკავშირებული სერვისები; საერთაშორისო Lounge key-ს გამოყენების პირობები; Meet & Assist სერვისის გამოყენების პირობები; „თიბისი კონცეპტში“ სამუშაო ან საპრეზენტაციო სივრცის დაჯავშნის შესაძლებლობა; „კონცეპტ“ ცენტრთან დაკავშირება; FastTrack-ის სერვისით სარგებლობა; ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურება; ინფორმაცია Visa Signature ბარათის პრივილეგიების შესახებ; ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.

„ამ ეტაპზე, ჩატ ბოტი ხელმისაწვდომია მხოლოდ „თიბისი კონცეპტის“ სადებეტო Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის. შესაბამისად, მასში არსებული სერვისების გამოყენება შეუძლია „კონცეპტ 360“-ის ყველა იმ მომხმარებელს, ვინც აღნიშნულ ბარათს ფლობს“,- ნათქვამია უწყების მიერ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S