Accentnews.ge
ზელენსკი: "ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე"

ზელენსკი: "ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე"

11/07/2023 11:08:14 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ვილნიუსში მიემგზავრება NATO-ს სამიტზე დასასწრებად, უკმაყოფილოა გავრცელებული ცნობებით, რომ "სამიტის კულუარებში ფორმულირებებს უკრაინის შესახებ უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ".

"უკრაინა აფასებს თავის მოკავშირეებს, საერთო უსაფრთხოებას და ღია საუბარს, ამიტომ უკრაინა NATO-ს სამიტზე წარმოდგენილი იქნება, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს უკრაინაც. ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს ფორმულირება ეხება მიწვევას და არა წევრობას“, -წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, "უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ არ არსებობს NATO–ში უკრაინის მიწვევის და წევრობის არანაირი ვადა და ამის ნაცვლად, დამატებულია უცნაური ფორმულირება მიწვევის პირობების შესახებ".

"როგორც ჩანს, არ არსებობს არც NATO–ში უკრაინის მიწვევის და არც წევრად მიღების მზადყოფნა, რაც ნიშნავს, რომ რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის წევრობით ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს კი რუსეთისთვის ნიშნავს მოტივაციას ტერორის გასაგრძელებლად", – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე სამიტზე ღიად ისაუბრებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S