სუნაკი: უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია
11/07/2023 10:34:24 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვილნიუსში გამგზავრების წინ განუცხადა.
"ვიმედოვნებ, ალიანსის ლიდერები მიაღწევენ აშკარა პროგრესს უკრაინის NATO-ში საბოლოო გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით", – განაცხადა სუნაკმა.
თუმცა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება არაა დღის წესრიგში, სანამ რუსეთთან ომი მიმდინარეობს.
"ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება", - დასძინა სუნაკმა.


