სტოლტენბერგი: "რუსეთის ბირთვული რიტორიკა უგუნური და საშიშია"
11/07/2023 10:14:49 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ "რუსეთის ბირთვული რიტორიკა უგუნური და საშიშია".
მისივე თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს გამარჯვებული არ ეყოლება.
"მიუხედავად რუსეთის განცხადებისა, რომ ის ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას გააგზავნის ბელარუსში, ჩვენ ჯერ არ გვინახავს რუსეთის პოზიციებში ცვლილებები, რაც საჭიროებს პასუხს, თუმცა ჩვენ ფხიზლად ვართ. ალიანსის მოკავშირეები ყურადღებით აკვირდებიან რას აკეთებს რუსეთი",– განაცხადა სტოლტენბერგმა.


