Accentnews.ge
აშშ-ისა და ბრიტანეთის კვალდაკვალ უკრაინას დიდი სიშორის რაკეტებს საფრანგეთიც მიაწვდის

აშშ-ისა და ბრიტანეთის კვალდაკვალ უკრაინას დიდი სიშორის რაკეტებს საფრანგეთიც მიაწვდის

11/07/2023 10:03:05 მსოფლიო

საფრანგეთმა გადაწყვიტა, აშშ-ისა და ბრიტანეთის კვალდაკვალ უკრაინას მიმდინარე კონტრშეტევის მხარდასაჭერად მოქმედების შორი რადიუსის რაკეტები მიაწოდოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა NATO-ს ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, "აუცილებელია, უკრაინის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფილ იქნენ შესაძლებლობით, დარტყმები სიღრმეში განახორციელონ, ვინაიდან კიევს სრული უფლება აქვს, საკუთარი ტერიტორია დაიცვას".

კონკრეტულად რამდენი რაკეტა გადაეცემა კიევს - მაკრონს არ დაუზუსტებია.

თავის მხრივ, სააგენტო AFP იუწყება, რომ საუბარია SCALP ტიპის რაკეტებზე, რომლებიც უკრაინისთვის უკვე გადაცემული ბრიტანული Storm Shadow-ის ფრანგულ ანალოგს წარმოადგენს. მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S