Accentnews.ge
ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ზელენსკი ბაიდენს შეხვდება

ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ზელენსკი ბაიდენს შეხვდება

11/07/2023 09:30:13 მსოფლიო

NATO-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებს გამართავს, - იუწყებიან CNN და Reuters ამერიკელ ჩინოსნებზე დაყრდნობით.

მათივე ინფორმაციით, სეხვედრა 12 ივლისისთვის არის დაგეგმილი, თუმცა საბოლოოდ შეთანხმებული ჯერ არ არის.

ამერიკელი ჩინოსნების ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში ბაიდენი ეცდება, ზელენსკი დაარწმუნოს, რომ რიგი ბიუროკრატიული წინააღმდეგობების მოხსნა და აშშ-ისა და NATO-ს რიგი მოკავშირეებისგან უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიები - ეს მაქსიმუმია, რისი მიღებაც კიევს ვილნიუსის სამიტზე შეუძლია, - წერს Politico.

ცნობისთვის: 29 ივნისს ზელენსკიმ მრჩეველმა იგორ ჟოვკვამ Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი სამიტზე არ ჩავიდოდა, თუკი ღონისძიების ფარგლებში NATO-ს ლიდერები უკრაინას ალიანსში არ მიიწვევდნენ. თავის მხრივ NATO-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ზელენსკი 12 ივლისს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ NATO-უკრაინის საბჭოს სხდომაში მიიღებდა მონაწილეობას.

ბოლო თვეების განმავლობაში ზელენსკი ბაიდენს რამდენჯერმე შეხვდა. გასული წლის დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ჩავიდა და ეს მისი პირველი ვიზიტი იყო უცხოეთში რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ. თებერვლის ბოლოს კი ბაიდენი მოულოდნელად კიევს ეწვია, სადაც უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განაცხადა. ორი პრეზიდენტი ბოლო პირადი შეხვედრა მაისში იაპონიაში, "შვიდთა ჯგუფის" სამიტის ფარგლებში ჩატარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S