Accentnews.ge
სტოლტენბერგი ადასტურებს, რომ უკრაინა NATO–ში გასაწევრიანებლად მხოლოდ ერთეტაპიან პროცესს გაივლის

სტოლტენბერგი ადასტურებს, რომ უკრაინა NATO–ში გასაწევრიანებლად მხოლოდ ერთეტაპიან პროცესს გაივლის

11/07/2023 09:27:29 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ადასტურებს, რომ ალიანსის მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის წევრობის გზიდან "წევრობის სამოქმედო გეგმის" (MAP) ამოღებაზე. ამის შესახებ მან ვილნიუსში გამართულ პრეს–კონფერენციზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა NATO–ში გასაწევრიანებლად ერთეტაპიან პროცესს გაივლის.

"ჩვენ სამიტზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ნათელ გზავნილს ვუგზავნით უკრაინას, რომ ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება და ველით, რომ მოკავშირეები კვლავ დაადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, გაუწიონ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას, რათა დაეხმარონ მას მეტი მიწის გათავისუფლებაში. წევრობის საკითხთან დაკავშირებით, მე ასევე ველი, რომ მოკავშირეებს ექნებათ მკაფიო და პოზიტიური გზავნილი უკრაინის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ხვალ გვექნება საინაუგურაციო შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და შემდეგ მოვხსნით MAP–ს მოთხოვნას. ეს უკრაინის გაწევრიანების პროცესს ორეტაპიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესად გადააქცევს. ასე რომ, ეს ყველაფერი პოზიტიურ და ძლიერ მესიჯს გააგზავნის", – განცახადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S