ლიეტუვამ NATO-ს რუსეთის საზღვრებთან მუდმივი ბაზების განთავსება შესთავაზა
11/07/2023 09:05:40 მსოფლიო
ლიეტუვამ NATO-ს რუსეთის საზღვრებთან მუდმივი ბაზების განთავსება შესთავაზა, უარი თქვა რა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რუსეთთან ურთიერთობების 1997 წლიდან მოქმედ აქტზე, - განაცხადა The Times-თან ინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
"როდესაც რუსეთი აქტიურ ნაბიჯებს დგამს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების მიმართულებით, დროა, ბოლოს და ბოლოს ვაღიაროთ, რომ რუსეთ-NATO-ს ფუძემდებლური აქტი მკვდარია, - განმარტა ნაუსედამ.
როგორც ცნობილია, ლიეტუვის დედაქალაქში დღეს NATO-ს სამიტი იხსნება. ვილნიუსში უკვე ჩაფრინდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
ცნობისთვის: NATO-სა და მოსკოვს შორის ურთიერთობებისა და თანმშორმლობის შესახებ 1997 წელს გაფორმებული აქტი ორგანიზაციის ახალი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე ბირთვული იარაღისა და მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალების მუდმივ საფუძველზე არგანთავსებას ითვალისწინებს.


