კადიროვი ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნას ითხოვს
11/07/2023 09:01:28 საზოგადოება
ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნას ითხოვს. ამ მიზნით მან ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრი რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტის“ ხელმძღვანელობასთან შესახვედრად გაგზავნა,– იუწყება ჩეჩნური მედია.
ჩეჩენი მინისტრი ამბობს, რომ მან ავიაკომპანიის წარმომადგელებთან რამდენიმე მიმართულება განიხილა. საუბარია სოჭზე, ვოლგოგრადზე და თბილისზე.
ჩეჩნეთში იმედოვნებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით ტურისტული ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება.
ფრენების შესასრულებლად „აზიმუტს“ ნებართვა რუსულმა როსავიაციამ და საქართველოს ავიაციის სააგენტომ უნდა მისცენ.
ქართულ მხარეს ჯერ არ გაუცია ნებართვა რუსეთიდან კვირაში 280 რეისის შესრულებაზე. ამ ჩამონათვალში გროზნოს მიმართულება არ ფიგურირებს.


