Accentnews.ge
რუსულმა "Red Wings"-მა მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

რუსულმა "Red Wings"-მა მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

11/07/2023 08:08:02 საზოგადოება

რუსულმა ავიაკომპანიამ "Red Wings"–მა, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიის სტრუქტურაში შედის მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების ნებართვა მაისში მიიღო, მაგრამ რეისების განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო.

10 ივლისს საღამოს ქუთაისის აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო რეისი არ შესრულდა. აეროპორტი თვითმფრინავებს უამინდობის გამო ვერ იღებდა, კერძოდ, მის ერთ დარბაზში ჭერი ჩამოინგრა, ზოგი დარბაზი კი დაიტბორა.

რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავი "Sukhoi Superjet 100" მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან დღეს დილით გამოფრინდა და პორტალის, "Flightradar"-ის მონაცემების თანახმად, ქუთაისში თბილისის დროით 10:44 წუთზე დაფრინდა.

დღეს "Red Wings"-მა სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებითაც უნდა შეასრულოს რეისი.

ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან პიდაპირი ავიამიმოსვლის განახლების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ქართულმა მხარემ ამაზე თანხმობა განაცხადა, რითაც რუსეთის იზოლირების შესახებ დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. შესაძლო სანქცირების შესახებ მათი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართვეელოში არც ერთი სანქცირებული კომპანია და ბორტი არ იფრენს.

19 მაისს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენების განხორციელება დაიწყო რუსულმა კომპანია "აზიმუტმა" რომელიც აქამდე მხოლოდ შიდა რუსულ ფრენებს ახორციელებდა. 20 მაისიდან კი თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" ახორციელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S