Accentnews.ge
რუსეთმა კიევზე დრონებით თავდასხმა კვლავ განახორციელა

რუსეთმა კიევზე დრონებით თავდასხმა კვლავ განახორციელა

11/07/2023 05:52:08 მსოფლიო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით კვლავ მიიტანეს. ძირითადი სამიზნე დედაქალაქი კიევი და კიევის ოლქი იყო. წუხანდელი თავდასხმის გამო გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული 28 დამრტყმელი დრონიდან 26 გაანადგურეს.

უკრაინის შსს-ს ინფორმაცით, კიევის ოლქში დაზიანებულია რამდენიმე ნაგებობა. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S