Accentnews.ge
ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

11/07/2023 05:40:23 საზოგადოება

ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების გამო დროებით დახურულმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. დღეს 04:00 საათზე დორტმუნდისა და ბარსელონას მიმართულებით რეისები შესრულდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად იმუშავეს და აეროპორტი წინასწარ დაგეგმილზე (07:00) სამი საათით ადრე გაიხსნა.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორ ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, "ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობას განაგრძობენ ექსპერტები, რადგან შექმნილი სიტუაციის გამომწვევი მიზეზების დადგენას დეტალური გამოძიება სჭირდება".

მისი თქმით, უხვი ნალექი მომდევნო დღეებშიც მოსალოდნელია, ამიტომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე რჩებიან.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა 10 ივლისს ღამით შეაჩერა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა სამგზავრო ტერმინალი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S