Accentnews.ge
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დროებით წყვეტს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დროებით წყვეტს

10/07/2023 20:40:19 საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, მუშაობა, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07:00 საათამდე შეწყდება.

აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზად უამინდობა სახელდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ძლიერი წვიმის გამო აეროპორტის ტერიტორია დაიტბორა და ჭერის ფრაგმენტი ჩამოიშალა.

"უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა.

ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S