Accentnews.ge
Reuters: NATO-მ რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

Reuters: NATO-მ რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

10/07/2023 20:36:28 მსოფლიო

ნატომ რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა დაამტკიცა,– იუწყება Reuters და იქვე აღნიშნავს, რომ აქამდე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გარე შეჭრის წინააღმდეგ მოქმედებათა ალგორითმი არ ჰქონდა.

გამოცემის ცნობით, ნატოს წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას რეგიონული გეგმების შესახებ, რომელსაც მანამდე თურქეთი ბლოკავდა. დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი, რას მოიმოქმედებს ალიანსი რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ათწლეულების მანძილზე ნატო თავდაცვის მსხვილმასშტაბიანი გეგმის საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან მხოლოდ მცირე საომარი მოქმედები ჰქონდა ავღანეთსა და ერაყში. ხოლო პოსტსაბჭოური რუსეთიდან რეალურ საფრთხეს ვერ აღიქვამდა, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ალიანსმა გადახედა თავის პოზიციას და სურს, რომ შესაძლო კონფლიქტის გაჩაღებამდე, წინასწარ ყველა საჭირო გეგმა მომზადებული ჰქონდეს ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან, როგორც რუსეთია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S