Accentnews.ge
სტოლტენბერგი: თურქეთი თანახმაა, NATO-ში შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

სტოლტენბერგი: თურქეთი თანახმაა, NATO-ში შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

10/07/2023 20:16:36 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დათანხმდა, თავისი ქვეყნის პარლამენტს გადასცეს დასამტკიცებლად შვედეთის განცხადება ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ამის თაობაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა,– იუწყება AFP.

ვილნიუსში ერდოღანთან და შვედეთის პრემიერ მინისტრთან ულფ კრისტერსსონთან მოლაპარაკების შემდეგ სტოლტენბერგმა თქვა, "თურქეთი დათანხმდა, წინ წავიდეთ. ეს ისტორიული დღეა“:

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი დათანხმდა, ოქმი შვედეთის გაწევრიანების შესახებ გადასცეს დიდ ეროვნულ კრებას და მჭიდროდ ითანამშრომლოს მასთან, რათა მოხდეს რატიფიკაცია".

თურქეთის გადაწყვეტილებას მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

სტოლტენბერგი, რომელიც ერდოღანსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსსონს შეხვდა ვილნიუსის ნატოს სამიტის წინ, ცდილობდა, მოეძებნა გამოსავალი ჩიხიდან, რომელშიც ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ განაცხადი აღმოჩნდა.

ფინეთმა და შვედეთმა შარშან შეიტანეს წევრობის განცხადება ალიანში, რითაც უარი თქვეს ნეიტრალიტეტის ხანგრძლივ პოლიტიკაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ფინეთი ნატოს წევრი აპრილში გახდა, ხოლო ალიანსში შვედეთის შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ თურქეთი და უნგრეთი.

თურქეთი თვლიდა, რომ შვედეთი არ აკეთებს საკმარის თურქეთის პოზიციით, „ტერორისტების“, ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ. ნატოს ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე კი თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გზა უნდა გაუხსნას ბლოკში თურქეთის შესვლას მანამ, სანამ თურქეთის პარლამენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდება. 10 ივლისს აშშ-მა, მანამდე გერმანიის კანცლერმა გამოაცხადეს, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება და ნატოში შვედეთის შესვლა ორი სხვადასხვა საკითხია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S