კრასნოდარში რუსი კაპიტანი მოკლეს
10/07/2023 19:19:06 მსოფლიო
რუსულ კრასნოდარში მოკლეს საქალაქო სამმართველოს სამობილიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, მეორე რანგის კაპიტანი სტანისლავ რჟიცკი,– იუწყებიან Baza и Shot.
ტელეგრამ–არხების ცნობით, რჟიცკი დილით, ვარჯიშის დროს მოკლეს. მას ზურგისა და გულმკერდის არეში ცეცხლცაცროლი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება. ხოლო ეჭვმიტანილი გაიქცა.
რჟიცკი მეორე რანგის კაპიტანი იყო. ის მეთაურობდა წყალქვეშა ხომალდს "კრასნოდარს". როგორც უკრაინული ვებგვერდის „მშვიდობისმყოფელის“ ბაზიდან ირკვევა, რჟიცკი „პირდაპირ მონაწილეობდა უკრაინაში ღია სამხედრო შეჭრაში“. ის მითითებულია რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ხომალდ "ალროსას" მეთაურად, რომელიც შეიარაღებულია კალიბრის რაკეტებით.
მოგვიანებით ინფორმაცია რჟიცკის გარდაცვალების შესახებ კრასნოდარის ადმინისტრაციამ დაადასტურა, იუწყება РБК. მკვლელობა ასევე დაადასტურა TASS-ის წყარომ სამართალდამცავ უწყებებში.


