Accentnews.ge
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა

10/07/2023 18:16:11 საზოგადოება

ძლიერმა წვიმამ ქუთაისის აეროპორტში პრობლემები შექმნა. დაიტბორა აეროპორტი და წვიმის შედეგად ჭერის ნაწილი დაზიანდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გადაიდო ფრენები.

დღეს რუსულ ავიაკომპანიას Red Wings პირველი ფრენა უნდა შეესრულებინა. თვითმფრინავი 23:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, პარალელურად, დაგეგმილი იყო აქციაც, თუმცა, ამ დროისთვის არსებული ცნობებით, რეისი ვერ შედგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S