ჯო ბაიდენი ვილნიუსში ჩავიდა
10/07/2023 18:14:15 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვილნიუსში ჩავიდა. მას აეროპორტში ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დახვდა.
11 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვას პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რომლის შემდეგ პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგება.
შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის, ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერების ღონისძიებების, ასევე, ბელარუსის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის საკითხები იქნება განხილული.
11 ივლისვე ბაიდენი ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ძირითადი ყურადღება ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე იქნება გამახვილებული.
აშშ-ის პრეზიდენტის დელეგაციაში სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც შედის.


