Accentnews.ge
გერმანიის კანცლერი ერდოღანის წინადადებას მხარს არ უჭერს

გერმანიის კანცლერი ერდოღანის წინადადებას მხარს არ უჭერს

10/07/2023 16:52:15 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ წინააღმდეგია, ნატო–ში შვედეთის შესაძლო გაწევრიანების საკითხის ევროკავშირში თურქეთის შესვლის პროცესის განახლების თემასთან დაკავშირების.

„ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხებად არ უნდა განვიხილოთ,“ - თქვა კანცლერმა ბერლინში, იტყობინება გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, ევროკავშირმა გზა უნდა გაუხსნას ბლოკში თურქეთის შესვლას მანამ, სანამ თურქეთის პარლამენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S