რუსეთი ყირიმში ბრძოლებისთვის მზადებას იწყებს - Military Media Center
10/07/2023 16:22:40 მსოფლიო
Military Media Center (ცენტრის საქმიანობას კოორდინაციას უწევს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო) ცნობით, ყირიმში რუსული ჯარები უკრაინული ძალების შეტევის მოსაგერიებლად ემზადებიან.
„საოკუპაციო ძალები პოტენციური შეტევის მოსაგერიებლად, ამაგრებენ ტერიტორიას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ამასთან, როგორც ცენტრი აღნიშნავს, „აზოვისა და შავ ზღვებში რუსული ჯარები ორიენტირებული არიან თავიანთ გემებსა და ფლოტის ბაზებზე თავდასხმების აღკვეთაზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ მიიღებს არც ერთ სამშვიდობო წინადადებას, რომელიც კონფლიქტის გაყინვას ემსახურება.


