Accentnews.ge
ჟურნალისტებმა უკრაინაში სულ მცირე, 47 000 რუსი ჯარისკაცის დაღუპვის დადასტურება შეძლეს

ჟურნალისტებმა უკრაინაში სულ მცირე, 47 000 რუსი ჯარისკაცის დაღუპვის დადასტურება შეძლეს

10/07/2023 16:08:23 მსოფლიო

2023 წლის მაისის ბოლოსთვის უკრაინაში მოკლულია, სულ ცოტა, 47 000 რუსი ჯარისკაცი - მონაცემებს რუსული გამოცემების, "მედიაზონისა" და "მედუზის" გამომძიებელი ჟურნალისტები აქვეყნებენ, რუსეთის სტატისტიკის ბიუროსა და ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო საქმეების რეესტრის მონაცემების შესწავლის საფუძველზე.

სტატისტიკა ნაწილობრივ მოიცავს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონაცემებსაც. მასში არ შედის მონაცემები ტყვეების, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების ჯარისკაცების შესახებ.

15 თვეში 47 000 დაკარგული ჯარისკაცი სამჯერ მეტია, ვიდრე 10 წლის განმავლობაში (1979-1989 წწ.) საბჭოთა ჯარების დანაკარგი ავღანეთის ომში და 9-ჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის არმიის მსხვერპლი ჩეჩნეთის პირველ ომში (1994-1996 წწ.).

გამოძიების ავტორები ფიქრობენ, რომ სამსახურიდან დათხოვნილი მძიმე დაზიანების მქონე ჯარისკაცების მონაცემების გათვალისწინებით, ომის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება, 125 000-ს აღწევდეს.

ოფიციალური რუსეთი უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ ცნობებს, ფაქტობრივად, არ აქვეყნებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში თქვა, რომ უკრაინაში 5 937 ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსეთმა ომში თითქმის 200 000 ჯარისკაცი დაკარგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S