სტოლტენბერგი: ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვიმუშავებთ პარტნიორებთან
10/07/2023 13:21:41 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი კიდევ უფრო მჭიდროდ ვიმუშავებს პარტნიორებთან. ამის შესახებ მან ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"NATO-ს სამიტზე გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, მათ შორის – მეტი ინვესტიციით. ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას და მივაახლოებთ უკრაინას ალიანსთან. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. სამიტზე ჩვენ გადავდგამთ შემდგომ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათ შორის იქნება სამი ახალი რეგიონალური გეგმა, რომელსაც ზურგს უმაგრებს 300 000 ჯარისკაცი მაღალი მზადყოფნით და ძირითადი შესაძლებლობებით ყველა სფეროში. ეს აგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ ჩვენ დავიცავთ ლიეტუვისა და მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ხვალ მოკავშირეები NATO-ში უკრაინის გაწევრიანების გზას განიხილავენ
"ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებებს უკრაინასთან დაკავშირებით. ეს მოიცავს დახმარების მრავალწლიან პაკეტს საბჭოთა ეპოქიდან ნატო-ს აღჭურვილობასა და სტანდარტებზე გადასვლისთვის, რაც უკრაინის ძალებს მოკავშირეებთან სრულად თავსებადს გახდის, და მოიცავს კრიტიკულ საჭიროებებს, როგორიცაა განაღმვის აღჭურვილობა, საწვავი და სამედიცინო მარაგი. ჩვენ ასევე გავაუმჯობესებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს. პრეზიდენტი ზელენსკი შემოგვიერთდება ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს საინაუგურაციო სხდომაზე. ხვალ მოკავშირეები განიხილავენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზას. იმისათვის, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და გავაძლიეროთ საკუთარი ძალები, ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია თავდაცვაში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ 11–12 ივლისს ვილნიუსში ალიანსის სამიტი გამართება. სამიტზე საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი.


