Accentnews.ge
კრემლმა პუტინისა და პრიგოჟინის შეხვედრის ფაქტი დაადასტურა

კრემლმა პუტინისა და პრიგოჟინის შეხვედრის ფაქტი დაადასტურა

10/07/2023 11:15:43 მსოფლიო

კრემლმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს კრემლში შეხვდა. ინფორმაცია მათი შეხვედრის შესახებ პირველმა ფრანგულმა გამოცემა Libération-მა გაავრცელა.

„პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. რაზმების ყველა მეთაური და ასეულის ხელმძღვანელობა. თავად პრიგოჟინიც. ეს შეხვედრა კრემლში შედგა 29 ივნისს და თითქმის სამ საათს გაგრძელდა“, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა შეაფასა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მსვლელობისას "ვაგნერის" ქმედებები და 24 ივნისის მოვლენები.

"პრეზიდენტმა მოისმინა „ვაგნერის“ მეთაურთა განმარტებები და მას შემდგომი დასაქმების და საბრძოლო გამოყენების ვარიანტები შესთავაზა", – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, „ვაგნერის“ მეთაურებმა ხაზი გაუსვეს, რომ სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის (პუტინის) მტკიცე მხარდამჭერები და ჯარისკაცები არიან და მზად არიან სამშობლოსთვის ისევ იბრძოლონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S