Libération: ამბოხების მცდელობის შემდეგ პრიგოჟინი პუტინს შეხვდა კრემლში
10/07/2023 10:50:44 მსოფლიო
რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა კერძო დაჯგუფების „ვაგნერის“ მეთაური, ევგენი პრიგოჟინი წარუმატებელი ამბოხების და რუსეთიდან გამგზავრების წინ მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, – იუწყება ფრანგული გაზეთი Libération.
გამოცემის ცნობით, პრიგოჟინი 1 ივლისს „ვაგნერის“ სხვა მეთაურებთან ერთად გამოიძახეს კრემლში, სადაც იგი პუტინის გარდა, შეხვდა როსგვარდიის მეთაურს ვიქტორ ზოლოტოვს და საგარეო დაზვერვის სამსახურის მეთაურს სერგეი ნარიშკინს.
„ვაგნერის“ ამბოხების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იცხოვრებდა. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ცნობები პრიგოჟინის რუსეთში დაბრუნების შესახებ. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი "ვაგნერის" ხელმძღვანელის გადაადგილებას თვალყურს არ ადევნებს. ამბოხების გამო პრიგოჟნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ მასზე ძებნა არ გამოცხადებულა და იგი დაუსწრებლად არ დაუკავებიათ.


