
კულება: NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ს ამოღებაზე
10/07/2023 10:11:01 მსოფლიო
უკრაინაის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ NATO-ს მოკავშირეებმა მიეაღწიეს შეთანხმებას უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ს ამოღების შესახებ.
"ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე. მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას ალიანსისკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მეტი სიცხადე იყოს", - წერს კულება სოციალურ ქსელში.
ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტამდე ერთი კვირით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა NATO–ში მიიწვიოს. ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ ბაიდენია გადაწყვეტილების მიმღები. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ესმის, რომ ომის დასრულებამდე მისი ქვეყანა NATO–ს წევრი ვერ გახდება, მაგრამ მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ მომავალში მოკავშირეებთან ერთად იქნები.
11-12 ივლისს NATO–ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვილნიუსის სამიტზე განიხილავენ უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხებს და უსაფრთხოების გარანტიებს. სამიტზე მიწვეულია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.