Accentnews.ge
კირბი: უკრაინის მომავალი საბოლოოდ NATO არის

კირბი: უკრაინის მომავალი საბოლოოდ NATO არის

10/07/2023 09:54:20 მსოფლიო

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი ჯონ კირბი აცხადებს, რომ უკრაინის მომავალი საბოლოოდ NATO არის.

"ვილნიუსში თქვენ იხილავთ, რომ მოკავშირეები ნამდვილად ერთიანები არიან უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. სამიტზე თქვენ იხილავთ ყველა მოკავშირის ვალდებულებას, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად. თქვენ ასევე ნახავთ ყველა მოკავშირის შეთანხმებულ და ერთიან მიდგომას იმის ხაზგასასმელად, რომ უკრაინის მომავალი საბოლოოდ NATO არის და რომ მანამდე მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას", – განაცხადა კირბიმ.

ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტამდე ერთი კვირით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა NATO–ში მიიწვიოს. ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ ბაიდენია გადაწყვეტილების მიმღები. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ესმის, რომ ომის დასრულებამდე მისი ქვეყანა NATO–ს წევრი ვერ გახდება, მაგრამ მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ მომავალში მოკავშირეებთან ერთად იქნები.

11-12 ივლისს NATO–ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვილნიუსის სამიტზე განიხილავენ უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხებს და უსაფრთხოების გარანტიებს. სამიტზე მიწვეულია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S