Accentnews.ge
რუსეთი: უკრაინამ ქერჩის ხიდსა და სამხედრო აეროდრომებზე შეტევა სცადა

რუსეთი: უკრაინამ ქერჩის ხიდსა და სამხედრო აეროდრომებზე შეტევა სცადა

10/07/2023 08:17:29 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის არმიამ ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, შეტევა წარუმატებელი იყო.

"9 ივლისს კიევის რეჟიმმა ეს-200 ტიპის საზენიტო რაკეტებით წარუმატებლად სცადა შეტევა როსტოვის და კალუგის ოლქებში მდებარე ობიექტებზეც. რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, საერთო ჯამში, 4 რაკეტა მოიგერია. შეტევის მცდელობას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია", – ირწმუნება თავდაცვის სამინისტრო.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების, „ტასის“, „ინტერფაქსისა“ და „რია ნოვოსტის“ ცნობით, ყირიმის ხიდის გარდა, შეტევის მცდელობა იყო როსტოვის და კალუგის ოლქებში მდებარე მოროზოვსკის და შაიკოვსკის სამხედრო აეროდრომებზე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს რუსეთის ამ ობიექტებზე შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S