Accentnews.ge
პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

10/07/2023 07:40:02 მსოფლიო

პოლონეთში რუსული სადაზვერვო ქსელის კიდევ ერთი შესაძლო წევრის დაკავების შესახებ განაცხადეს. ის საქმეში მეთხუთმეტე ეჭვმიტანილია.

დაკავების შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ, რომელიც ასევე კოორდინაციას უწევს უსაფრთხოების სამსახურების მუშაობას.

დაკავებული უკრაინის მოქალაქეა. ის 2019 წლიდან პოლონეთში ცხოვრობს. გამომძიებლების თქმით, მან შეაგროვა მონაცემები კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კერძოდ, სამხედრო დანადგარებისა და პორტების შესახებ და საფასურის სანაცვლოდ გადასცა ინფორმაცია რუსული დაზვერვის წარმომადგენლებს.

მამაკაცს ბრალი ედება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და პოლონეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის მუშაობაში.

ის ითვლება უფრო ფართო ჯაშუშური ქსელის წევრად, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოააშკარავეს. მედიის ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, ჯგუფი ცდილობდა თვალყური ედევნებინა უკრაინაში დასავლური იარაღის მიწოდებისთვის. გამოძიება მიიჩნევს, რომ მათ შეეძლოთ დივერსიის მომზადება პოლონეთის ტერიტორიაზეც.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს პოლონეთმა გამოაცხადა ჯაშუშური ქსელის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდა. ოპერაციის ფარგლებში ცხრა პირი დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S