Accentnews.ge
25 - 29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

25 - 29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

25/11/2019 11:13:43 სხვა, საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 25-26 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნდება უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

27-28 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები თბილისში უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ნოემბერს +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 ნოემბერს +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S