
ფოთის საცურაო კომპლექსი საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს
10/07/2023 07:27:13 რეგიონები, რეკლამა
ფოთის საცურაო კომპლექსი 12 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით პერიოდში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს “ნანა ალექსანდრიას თასი - 2023” უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მოჭადრაკეები მიიღებენ.
"ნანა ალექსანდრიას თასი” ტრადიციული ტურნირია, რომელსაც 16 წელიწადია, ჩვენი ქალაქი, ხოლო მე-2 წელია, ფოთის საცურაო კომპლექსი მასპინძლობს. ტურნირზე მონაწილეთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია და ხვალ საღამომდე გაგრძელდება. შარშან ფესტივალში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია", – ნათქვამია ფოთის საცურაო კომპლექსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.