Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: გასულ კვირაში გათავისუფლებულია 14კმ²-ზე მეტი ტერიტორია

უკრაინის გენშტაბი: გასულ კვირაში გათავისუფლებულია 14კმ²-ზე მეტი ტერიტორია

10/07/2023 06:37:01 მსოფლიო

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში ივნისიდან განახლებულ შეტევას. გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოპერაცია გრძელდება მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებებით.

"გასული კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში 10კმ²-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, ხოლო აღმოსავლეთში – 4კმ² ტერიტორია. საერთო ჯამში, აღმოსავლეთში, ბახმუტის მიმართულებით გათავისუფლებული ფართობი 24კმ²-ს შეადგენს", – იუწყება გენშტაბი.

მისი ცნობით, შეტევის დაწყებიდან დღემდე მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებით გათავისუფლებულია 169კმ² და იქ ტერიტორიის განაღმვა გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S