Accentnews.ge
კადიროვი ირწმუნება, რომ რუსეთის არმიის სარდლობამ „ახმატი“ ბახმუტისკენ გადაისროლა

კადიროვი ირწმუნება, რომ რუსეთის არმიის სარდლობამ „ახმატი“ ბახმუტისკენ გადაისროლა

10/07/2023 06:03:24 მსოფლიო

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადროვი ირწმუნება, რომ მის მიერ შექმნილი სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“ რუსეთის არმიის სარდლობამ ბახმუტის რთულ მიმართულებაზე გადაისროლა".

"ეს გადაწყვეტილება ადასტურებს ქვედანაყოფის მაღალ ბრძოლისუნარიანობას და იმას, რომ გენერალური შტაბი „ახმატს" ენდობა", – წერს კადიროვი სოციალურ ქსელში.

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთი "ვაგნერელების" გამოყენებით ცდილობდა. „ვაგნერელებმა“ ბახმუტი ივნისის დასაწყისში დატოვეს, ივნისის ბოლოს კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ამბოხება მოაწყვეს.

9 ივლისს უკრაინის სახმელეთი ძალების სარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ და ზოგიერთ ადგილას მტერი ხაფანგში ექცევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S