ესპანელი მაშველები კანარის კუნძულების მახლობლად ეძებენ დაკარგულ ნავს, რომელშიც, სულ მცირე, 200 მიგრანტი იმყოფებოდა
10/07/2023 05:38:36 მსოფლიო
ესპანელი მაშველები კანარის კუნძულების მახლობლად ეძებენ დაკარგულ ნავს, რომელშიც, სულ მცირე, 200 აფრიკელი მიგრანტი იმყოფებოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნავისენეგალის სანაპირო ქალაქ კაფონტინიდან 27 ივნისს გავიდა და კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგულია კიდევ ორი ნავი, რომელშიც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. მათ შესახებ ცოტა დეტალია ცნობილი, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთი ნავის ბორტზე დაახლოებით 65 ადამიანია, მეორეზე კი - 60-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე ნავში დაკარგული ადამიანების საერთო რაოდენობა 300-ს აჭარბებს.


