Accentnews.ge
ბაიდენი: NATO-ს შეუძლია, უკრაინის მიღების საკითხი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ განიხილოს

ბაიდენი: NATO-ს შეუძლია, უკრაინის მიღების საკითხი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ განიხილოს

10/07/2023 05:31:32 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, NATO-ს შეუძლია, უკრაინის მიღების საკითხი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ განიხილოს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა NATO–ს წევრობისთვის ჯერ მზად არ არის.

"აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას იარაღით, რომელიც ქვეყანას სჭირდება რუსეთთან ომის დასასრულებლად. ამერიკა განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, როგორც ამას ისრაელის შემთხვევაში აკეთებს. ეს საკითხები დეტალურად განიხილა პრეზიდენტ ზელენსკისთან", – განაცხადა ბაიდენმა.

ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტამდე ერთი კვირით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა NATO–ში მიიწვიოს. ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ ბაიდენია გადაწყვეტილების მიმღები. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ესმის, რომ ომის დასრულებამდე მისი ქვეყანა NATO–ს წევრი ვერ გახდება, მაგრამ მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ მომავალში მოკავშირეებთან ერთად იქნები.

11-12 ივლისს NATO–ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვილნიუსის სამიტზე განიხილავენ უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხებს და უსაფრთხოების გარანტიებს. სამიტზე მიწვეულია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S