Accentnews.ge
ჯო ბაიდენი გაერთიანებულ სამეფოს, ლიეტუვასა და ფინეთს ეწვევა

ჯო ბაიდენი გაერთიანებულ სამეფოს, ლიეტუვასა და ფინეთს ეწვევა

09/07/2023 08:50:38 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაერთიანებულ სამეფოს, ლიეტუვასა და ფინეთს ეწვევა.

მედიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მთავარი თემები, სავარაუდოდ, უკრაინაში მიმდინარე ომი, ნატო-ში გაწევრიანების საკითხი და აშშ-ის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის დამტკიცება იქნება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავდაპირველად ლონდონში ჩავა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკსა და მეფე ჩარლზს შეხვდება, შემდეგ კი ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.

ლიეტუვის შემდეგ ბაიდენი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ჩავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S