Accentnews.ge
ჯაყელი: შსს–მ მთლიანად უღალატა თავის დანაპირებს, გაგვიმეტეს

ჯაყელი: შსს–მ მთლიანად უღალატა თავის დანაპირებს, გაგვიმეტეს

08/07/2023 11:39:53 საზოგადოება

"თბილისი პრაიდის" წარმომადგენელი თამარ ჯაყელი ამბობს, რომ შსს–მ უღალატა თავის დანაპირებს და არ გაატარა სათანადო ზომები ღონისძიების მონაწილეების დასაცავად.

მისი თქმით, ღონისძიების მიწონააღმდეგეთა ბანაკში იმდენი ადამიანი არ იყო, რომ პოლიცია მათ ვერ გამკლავებოდა და ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.

"ამ წუთას ფიზიკურად უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ემოციურად ეს საშინელებაა. ძალიან სწრაფად მოგვიწია ევაკუაცია, როცა პოლიციამ ფაქტობრივად ყველა მხრიდან მოიყვანა ჩვენთან [ღონისძიების მოწინააღმდეგეები], ალყა შემოგვარტყეს. ანუ არაფერი გააკეთეს [შსს–მ]იმისთვის, რომ დავეცით. მთლიანად უღალატა თავის დანაპირებს და ამდენთვიან პროცესს, სადაც იყო ჩართული ყველა და გაგვიმეტა, დახურული ღონისძიებაც ვერ ჩავატარეთ. ჩაგვტენეს მარშუტკებში. რეალურად არც ვიცით, სად ვართ",– ამბობს ჯაყელი.

დღეს ლისის ტბაზე პრაიდის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო, თუმცა ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა შეძლეს, რამდენჯერმე გაერღვიათ სამართალდამცველების კორდონი და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მას შემდეგ, რაც მათ ღონისძიების მონაწილეებს ვერ მიაკვლიეს, ადგილზე აგებული სცენა დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სხვისი ქონების განადგურებად კვალიფიცირდება.

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამტკიცებს, რომ შესაბამისი ღონისძიებები გატარდა, მობილიზებული იყო "მაქსიმალური რაოდენობის" პოლიცია, თუმცა ვინაიდან გაშლილი იყო ტერიტორია და "კონტრაქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობა" მივიდა, მათ შეძლეს პოლიციის კორდონების გარღვევა. საყურადღებოა, რომ ღონისძიების მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს ვაჟა–ფშაველას ძეგლთან და დაიწყო მსვლელობაც. ამდენად, მათი რაოდენობა შსს–სთვის არ უნდა ყოფილიყო სიურპრიზი.

დარახველიძე ამბობს, რომ მათ შეძლეს ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოდ გაყვანა ტერიტორიიდან და რომ ამჟამად საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S