
Tbilisi Pride: სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა
08/07/2023 11:14:53 საზოგადოება
Tbilisi Pride აცხადებს, რომ ღონისძიების მონაწილეებს მოუწიათ ტერიტორიის დატოვება, სადაც კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო.
"ყურადღება! მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით", - აცხადებს Tbilisi Pride.
დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება იმართება. ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა შეძლეს პოლიციის რამდენიმე კორდონის გარღვევა და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეღწევა.