
Tbilisi Pride-ის თანადირექტორი: მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია, არავინ დაშავებულა
08/07/2023 10:59:24 საზოგადოება
Tbilisi Pride-ის თანადირექტორი მარიამ კვარაცხელია "ფეისბუქზე" მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე აღარ ავიდნენ.
"მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია. არავინ დაშავებულა", - წერს ის.
„პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც „პრაიდ ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს.
პოლიციის ერთმა ნაწილმა, მათ შორის, სპეცრაზმის ჯგუფმა, ლისის ტბის შიდა ტერიტორიაზე ახალი კორდონი გამართეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში ამ კორდონის გარღვევას ცდილობენ.