
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციასა და „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებს შორის შეხლა-შემოხლაა
08/07/2023 10:44:33 საზოგადოება
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში პოლიციასა და „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებს შორის შეხლა-შემოხლაა.
„პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ, გაერღვიათ პოლიციის კორდონი და შეეღწიათ ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს. ნაწილმა მათგანმა კორდონის გარღვევა შეძლო. ცდილობენ, ღნისძიების ჩატარების ადგილს შემოვლითი გზებით მიუახლოვდნენ.
ადგილზე დაძაბული ვითარებაა. რამდენიმე პირი სავარაუდოდ, დააკავეს.
ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველი.