Accentnews.ge
ნიდერლანდების მთავრობა გადადგა

ნიდერლანდების მთავრობა გადადგა

08/07/2023 08:23:15 მსოფლიო

ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრმა მარ რუტემ მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა.

ირკვევა, რომ ოთხი პარტიისგან შემდგარ კოალიციაში საიმიგრაციო პოლიტიკაზე ვერ შეთანხმდნენ. სავარაუდოდ, ვადამდელი არჩევნები ნოემბერში ჩატარდება. მანამდე მინისტრთა კაბინეტი მოვალეობას შეასრულებს.

ნიდერლანდებში თავშესაფრების მაძიებელთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა: გასულ წელს თავშესაფარი 47-მა ათასმა ადამიანმა ითხოვა, წელს კი ამ მაჩვენებლის გაორმაგებას ელიან. საკითხის გადაწყვეტაზე კოალიცია ვერ შეთანხმდა.

56 წლის რუტე ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრის პოსტს 2010 წლიდან იკავებს. ამჟამინდელი მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში 2022 წელს მოვიდა, მისი მეოთხე კოალიციაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S