Accentnews.ge
ერდოღანი თურქეთში პუტინის ვიზიტს აანონსებს

ერდოღანი თურქეთში პუტინის ვიზიტს აანონსებს

08/07/2023 08:03:48 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი აგვისტოში თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა ასევე ზელენსკისთან გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის თემაზე.

„ეს საკითხი პუტინთან განვიხილე, და პუტინის ასევე ეწვევა თურქეთს მომავალ თვეს. კვლავ გვექნება შესაძლებლობა ეს საკითხი პირისპირ განვიხილოთ”, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან შავი ზღვის მარცვლეულის თემის განხილვასაც ელის და იმედი აქვს, რომ მოხდება მისი გახანგრძლივება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S