Accentnews.ge
ერდოღანი: უკრაინა უდავოდ იმსახურებს NATO-ს წევრობას

ერდოღანი: უკრაინა უდავოდ იმსახურებს NATO-ს წევრობას

08/07/2023 07:58:36 მსოფლიო

სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და რომ „უკრაინა უდავოდ იმსახურებს ნატოს წევრობას“.

„სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის ლიდერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მარცვლეულის ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებაზე - ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი საკვანძო თემა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მის შეხვედრაზე, რომელიც აგვისტოში თურქეთში გაიმართება.

„იმედი გვაქვს, ვადის გახანგრძლივება არა ყოველ ორ თვეში, არამედ ყოველ სამ თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი“, - დასძინა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი დაეხმარება უკრაინას „ფეხზე წამოდგომაში“.

უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების მოლაპარაკების კიდევ ერთი პუნქტი იყო პატიმრების გაცვლის საკითხი: „ვმუშაობთ ჩვენი პატიმრების, პოლიტპატიმრების, ყირიმელი თათრების დაბრუნებაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S