Accentnews.ge
აშშ უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემას ადასტურებს

აშშ უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემას ადასტურებს

07/07/2023 19:24:29 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემას ადასტურებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოლიტიკურ საკითხებში მოადგილემ კოლინ კალმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც უკრაინას აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა, შედის კასეტური ბომბები, 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალა (მათ შორის ორმაგი დანიშნულების DPICM საბრძოლო მასალა), 105 მმ ჭურვები, ასევე საბრძოლო მასალა Patriot და HIMARS სისტემებისთვის.

ამასთან, აშშ კიევს დამატებით Bradley და Stryker ჯავშანტექნიკას, მაღალი სიზუსტის საავიაციო ჭურვებს, ასევე რემონტისთვის და მომსახურებისთვის ნაწილებს გადასცემს.

კალის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შესაძლებელს გახდის უკრაინას “საბრძოლო მასალის ასობით ათასი ერთეული დაუყონებლივ” გადაეცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S