Accentnews.ge
„ბახმუტში მტერი ფაქტობრივად ხაფანგშია“: მალარი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს

„ბახმუტში მტერი ფაქტობრივად ხაფანგშია“: მალარი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს

07/07/2023 19:02:28 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ - ქალაქის სამხრეთით მათ მოახერხეს კილომეტრზე მეტით წინსვლა, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა.

„ბახმუტის მიმართულებით, სამხრეთ ფლანგზე, წინსვლაა რამდენიმე მონაკვეთში - კილომეტრზე მეტით“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მალიარმა განმარტა, რომ "ჩრდილოეთ ფლანგზე ბრძოლები მდგომარეობის შეცვლის გარეშე მიმდინარეობს".

„თავად ბახმუტში მტერი ფაქტობრივად ხაფანგშია“, - განმარტა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა „შეძლებისდაგვარად გაართულეს მტრის მოძრაობა და შეუძლებელი გახადეს გასვლა, დაბომბვა ორივე მხრიდან გრძელდება“.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტრშეტევა "არ არის ჰოლივუდური ფილმი", რადგან "სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს". უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ მას აღიზიანებს სეფასებები, თითქოს უკრაინის კონტრშეტევის "მოსალოდნელზე ნელა" მიმდინარეობს და დასძინა, რომ ყოველი გათავისუფლებული მიწის ყოველი მეტრი "სისხლის ფასად უჯდებათ" უკრაინულ ჯარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S