
ჯაღმაიძე უსაფუძვლოს უწოდებს საპატრიარქოს თანამშრომლის გარდაცვალების მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებას
07/07/2023 18:09:24 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებას საფუძველს მოკლებულს უწოდებს.
“ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა”, - დაწერა ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"–მა გაასაჯაროვა ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ და იუწყებოდა, რომ ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა
"რუსთავი 2" წერდა, რომ ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტის მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა "მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა" სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა. ამასთან, აღიშნა, რომ მეუფე შიო "მოწამლეს თუ მოიწამლა - ეს უკვე დამოკიდებულია პატრიარქის სავარაუდო მემკვიდრის დამლაგებელი ქალის ცხედრის ექსპერტიზის პასუხზეც".